დახურვა

SELECT YOUR LOCAL SITE



  
  |  
  • რეისის დაჯავშნა
  • ჯავშნის მართვა
  • ონლაინ რეგისტრაცია
  • რეისის სტატუსი
  • განრიგის ძებნა
promoImage

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უფრო დიდ სამყაროში, მოგესალმებათ „Oneworld“

იყავი ხაზზე

The oneworld® ალიანსი მოიცავს მსოფლიოს წამყვანი ავიახაზების  რამდენიმე წარმომადგენელსა და დაახლოებით 30 შვილობილ გადამზიდავ კომპანიას. ერთად, ეს ავიახაზები ასრულებენ თითქმის 10 000 ფრენას დღეში, მსოფლიოს მასშტაბით  900-ზე მეტი მიმართულებით.

oneworld პირველი მსოფლიო ალიანსი იყო, რომელმაც წევრ ავიახაზებს შორის ბილეთების საერთო შეძენა-გაყიდვა წარმოადგინა, რაც კი იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის თვითმფრინავის შეცვლა გამარტივდება და ფრენა გაცილებით მოსახერხებელი გახდება მთელი ქსელის მასშტაბით.

ამასთან ერთად, თუ თქვენ ბრძანდებით ჩვენი პარტნიორი ავიახაზების ხშირად მოგზაურთა კლუბის წევრი, თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ ქულები და გამოიყენოთ ისინი oneworld-ის შესაბამის ფრენებზე. ასევე ალიანსის შიგნით გააფართოვოთ თქვენი პრივილეგიები და ბონუსები მოიპოვოთ.

გლობალური ქსელი

იფრინეთ მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტი მიმართულებით. The oneworld ალიანსი გთავაზობთ ჭეშმარიტად გლობალურ ქსელს საქმიანი მგზავრებისა და დასვენების მოყვარულთათვის. იფრინეთ 150 ქვეყანაში დაახლოებით 900 მიმართულებით. The oneworld-ის ქსელის ინტერაქტიული რუკა ერთადერთი ხელსაწყოა, რომელიც დაგეხმარებათ დაგეგმოთ თქვენი მომავალი მოგზაურობა და რომელიც oneworld-ის ყველა წევრი ავიახაზებისა და მათი შვილობილი კომპანიების ფრენათა განრიგებსა და მარშრუტებზე ამომწურავ ინფორმაციას მოიცავს.

ხშირი მგზავრობის უპირატესობები

როგორც oneworld-ის მგზავრი, თქვენი მოთხოვნები გლობალური მასშტაბით დაკმაყოფილდება. როგორც ხშირი მგზავრობის პროგრამის წევრი, ალიანსის ყველა წევრი ავიახაზი აღიარებს თქვენს სტატუსს. და თქვენ უფლებამოსილი ხართ ისარგებლოთ რიგი პრივილეგიებით, რომლებსაც oneworld-ის შემდეგი პროგრამები უზრუნველყოფენ, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლასით მგზავრობთ:*

  • მსოფლიოს მასშტაბით წვდომა 550 ლაუნჯზე
  • oneworld-ის Emerald ხშირი მგზავრობის პროგრამის წევრებს შეუძლიათ უსაფრთხოების შემოწმების პუნქტებთან ისარგებლონ „დაჩქარებული რეგისტრაციით“ ან „პრიორიტეტული ხაზით“, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლასით მგზავრობენ. **

*ადგილის წინასწარ დაჯავშნაზე წვდომა ხორციელდება ფრენის განმახორციელებელი the oneworld-ის წევრი ავიხაზის ინდივიდუალური პოლიტიკის შესაბამისად. პირველი და ბიზნეს-კასისთვის განკუთვნილი რეგისტრაციის დახლი და ლაუნჯები ზოგიერთ აეროპორტში არ არის ხელმისაწვდომი. წვდომა ლაუნჯზე ხელმისაწვდომია მხოლოდ Emerald და Sapphire პროგრამის წევრებისათვის. უსაფრთხოების შემოწმების პუნქტებთან დაჩქარებული რეგისტრაცია და დამატებითი ბარგის კვოტა დასაშვებია მხოლოდ Emerald პროგრამის წევრებისათვის. oneworld-ის უპირატესობები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მგზავრებისათვის, რომელებიც სარგებლობენ oneworld-ის წევრი ავიახაზის მიერ გაბილეთებული და განხორციელებული ფრენით (გაბილეთებული ნიშნავს, რომ თქვენს ბილეთზე უნდა აღინიშნებოდეს oneworld-ის წევრი ავიახაზის ფრენის ნომერი). oneworld-ის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.oneworld.com. Air Berlin, American Airlines, British Airways, Cathay Pacific, Finnair, Iberia, Japan Airlines, LAN, Malaysia Airlines, Qantas, Royal Jordanian, S7 Airlines, და oneworld წარმოადგენენ შესაბამისი კომპანიების სავაჭრო ნიშნებს. LAN Colombia ამჟამად არ წარმოადგენს oneworld-ის ნაწილს. ** უსაფრთხოების შემოწმების პუნქტებთან არსებული სწრაფი რეგისტრაციის დახლების ოპერატორებთან ადგილობრივი შეთანხმებისა თუ შეზღუდვების გამო, oneworld-ის ზოგიერთ გადამზიდს არ შეუძლია დააკმაყოფილოს Emerald პროგრამის წევრი მგზავრის პრივილეგიები.

 

სატარიფო პროდუქტები

მსოფლიოს აღმოჩენა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი. თუ თქვენ მიფრინავთ ერთი მიმართულებით ან სულაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობთ, oneworld გთავაზობთ თქვენი ფრენის დაჯავშნის უნიკალურ არჩევანსა და მოხერხებულობას. იმგზავრეთ ეფექტურად oneworld-ის მსოფლიო ტარიფით. აირჩიეთ oneworld-ის კონტინენტზე დაფუძნებული Explorer პროგრამის ტარიფი ან მილებზე დაფუძნებული Global Explorer პროგრამის ტარიფი. ეწვიეთ სხვადასხვა კონტინენტს oneworld-ის წრიული ტარიფის Circle Fare პროგრამით და აღმოაჩინეთ რამდენიმე მიმართულება ერთი კონტინენტის ფარგლებში, oneworld-ის ვიზიტორის საშვის Visit Pass პროგრამის გამოყენებით.

გლობალური მხარდაჭერა

უცნობ აეროპორტში ავიახაზებს შორის ცვლილება საკმაოდ სტრესული გამოცდილებაა, განსაკუთრებით თუ თქვენი ფრენა გადაიდო. ამიტომაც oneworld-ის წევრი ავიახაზები გაერთიანდნენ და შექმნეს დაკავშირების ექსპერტთა გუნდი: oneworld გლობალური მხარდაჭერა. ალიანსის ქსელის მასშტაბით არსებულ კონკრეტულ აეროპორტებში, ეს გუნდები აქტიურად უწევენ მონიტორინგს დაკავშრებულ ფრენებს და, როდესაც შესაძლებელია, ისინი დაგხვდებიან და დაგეხმარებიან, თუ თქვენი თვითმფრინავების ცვლილება რისკის ქვეშაა. The oneworld გლობალური მხარდაჭერის გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენ გამოიყენოთ სპეციალურად გამოყოფილი სწრაფი რეგისტრაციის დახლი იმიგრაციისა თუ უსაფრთხოების გასვლისას, და ამით დაგეხმარონ დროულად მიუსწროთ თქვენს მომდევნო ფრენას. ჩვენი გუნდი ასევე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენმა ბარგმა დროულად ჩააღწიოს თქვენი საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

oneworld გლობალური მხარდაჭერა დღესდღეისობით ხელმისაწვდომია ლონდონის ჰითროუს აეროპორტში, მადრიდის ბარახას აეროპორტში, ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, მაიამის, დალასის, ფორთ-უორთის, ჩიკაგოს ო'ჰეარის აეროპორტებში, ლოს-ანჯელესსა და სიდნეიში. ამ აეროპორტებში ეს მომსახურება ხელმისაწვდომია შეძლებისდაგვარად, ოპერაციული შეზღუდვების გათვალისწინებით.