Close

SELECT YOUR LOCAL SITE



  
  |  
  • რეისის დაჯავშნა
  • ჯავშნის მართვა
  • ონლაინ რეგისტრაცია
  • რეისის სტატუსი
  • განრიგის ძებნა
promoImage

ჩაფრენები და ტრანსფერები დოჰას საერთაშორისო აეროპორტში

აქ მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ დოჰას საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისას. გთხოვთ, გაიდლაინს ყურადღებით გაეცანით და შეინახეთ თქვენი ჩასხდომის ბარათის ჩასადები  მოგზაურობის განმავლობაში, რათა ის  ხელმისაწვდომი და შესამჩნევი იყოს, როდესაც დოჰას საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდებით.

არის დოჰა თქვენი საბოლოო დანიშნულების ადგილი?

თუ დოჰა თქვენი საბოლოო დანიშნულების ადგილია, მაშინ  აეროპორტში რეგისტრაციისას მიიღებთ ლურჯ ჩასხდომის ბარათის ჩასადებს და შესაფერის ხელის ბარგის ლურჯ ეტიკეტს.

დოჰას საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენისას, თქვენ გადაყვანილ იქნებით ავტობუსის მეშვეობით ჩაფრენის ტერმინალში. გთხოვთ, ყურადღებით მოუსმინოთ ავტობუსში გაკეთებულ განცხადებებს, რომ ავტობუსიდან უშუალოდ ჩაფრენის ტერმინალში ჩამოხვიდეთ.

პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრები გადაყვანილი იქნებიან ჩაფრენის ტერმინალში სპეციალური ავტობუსით ან ლიმუზინით.

დოჰაში ჩაფრენის ტერმინალი - ლურჯი ჩასხდომის ბარათის ჩასადები და ხელის ბარგის ლურჯი ეტიკეტი.

გაქვთ ტრანზიტი დოჰაში დამაკავშირებელი რეისით?
ეკონომ კლასის ტრანსფერი

თუ თქვენ გაქვთ ტრანზიტი დოჰას საერთაშორისო აეროპორტში დამაკავშირებელი რეისით, მაშინ  აეროპორტში რეგისტრაციისას მიიღებთ ყვითელ ან სტაფილოსფერ ჩარჩოიან ყვითელ ჩასხდომის ბარათის ჩასადებს და შესაფერისი ფერის სალონის ხელის ბარგის ეტიკეტს.
დოჰას საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენისას, გადაყვანილი იქნებით ავტობუსის მეშვეობით ტრანსფერის და გაფრენის ტერმინალში. გთხოვთ, ყურადღებით მოუსმინოთ ავტობუსში გაკეთებულ განცხადებებს, რომ ავტობუსი უშუალოდ ტრანსფერის და გაფრენის ტერმინალში დატოვოთ.
ტრანსფერი / გაფრენის ტერმინალი
როდესაც ტრანსფერის და გაფრენის ტერმინალში შეხვალთ, გთხოვთ გაჰყვეთ ნიშნებს, რომელიც ემთხვევა თქვენი ჩასხდომის ბარათის ჩასადებს და სალონის ხელის ბარგის ეტიკეტის ფერებს, რათა გადახვიდეთ შესაბამისი უსაფრთხოების შემოწმების ტერიტორიაზე და ჩადგეთ რიგში.

ტრანსფერის და გაფრენის ტერმინალი - ყვითელი ჩასხდომის ბარათის ჩასადები და ხელის ბარგის ეტიკეტი.

სტაფილოსფერ ჩარჩოიანი ყვითელი ჩასხდომის ბარათის ჩასადები და სალონის ხელის ბარგის ეტიკეტი.

პირველი და ბიზნეს კლასის ტრანსფერი

როდესაც მგზავრობთ პირველი ან ბიზნეს კლასით და ტრანზიტი გაქვთ დოჰას საერთაშორისო აეროპორტში გამავალი Qatar Airways-ის დამაკავშირებელი რეისით, აეროპორტში რეგისტრაციისას მიიღებთ შინდისფერ ჩასხდომის ბარათის ჩასადებს და შესაფერის შინდისფერ სალონის ხელის ბარგის ეტიკეტს. ეს შინდისფერი ჩასხდომის ბარათის ჩასადები გაძლევთ შესვლის უფლებას ექსკლუზიურ Qatar Airways-ის პრემიუმ ტრანსფერის ტერმინალში.
დოჰას საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენისას, გადაყვანილი იქნებით პრემიუმ ტრანსფერის ტერმინალში სპეციალური ავტობუსით ან ლიმუზინით.

პრემიუმ ტრანსფერის ტერმინალი -  შინდისფერი ჩასხდომის ბარათის ჩასადები და სალონის ხელის ბარგის ეტიკეტი