Close

SELECT YOUR LOCAL SITE



  
  |  
  • რეისის დაჯავშნა
  • ჯავშნის მართვა
  • ონლაინ რეგისტრაცია
  • რეისის სტატუსი
  • განრიგის ძებნა

რეგისტრაცია

წინასწარი რეგისტრაცია

ტერმინალი A , ყატარის ავიახაზებისთვის განკუთვნილი ტერმინალია 60 სარეგისტრაციო დახლით. რეგისტრაცია ჩვეულებრივ იწყება გაფრენამდე 3 საათით ადრე და მთავრდება გაფრენამდე 1 საათით ადრე ეკონომ კლასის მგზავრებისთვის და 45 წუთით ადრე პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის.რეგისტრაციის დახლთან ეკრანი აჩვენებს ფრენის დეტალებს არაბულ და ინგლისურ ენაზე.


დაუბრკოლებელი რეგისტრაციისთვის გირჩევთ, რომ აეროპორტში გაფრენამდე სამი საათით ადრე მობრძანდეთ ან რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში გაიაროთ. თქვენი 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია,ყატარის ავიახაზები. 

 

შეამოწმეთ, რომ თქვენი ბარგი არ შეიცავდეს აკრძალულ ნივთებს

გირჩევთ, რომ ბარგს შიგნიდან და გარედან მიუთითოთ თქვენი სახელი, სახლის მისამართი და დანიშნულების ქალაქი.

ყოველთვის მომზადებული გქონდეთ თქვენი პასპორტი, ბილეთები, ჩასხდომის ბარათები და სამოგზაურო ვიზები

მოგიწევთ თქვენი ჩასხდომის ბარათის და პასპორტის ჩვენება უსაფრთხოების შემოწმების პუნქტთან და ჩასხდომის გასასვლელთან. თქვენი და სხვა მგზავრების სწრაფი ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის, გთხოვთ მზად გქონდეთ მოგზაურობის ყველა საბუთი.

გთხოვთ, მარკირება გაუკეთოთ თქვენს ბარგს.

გირჩევთ, რომ ბარგს შიგნიდან და გარედან მიუთითოთ თქვენი სახელი, სახლის მისამართი და დანიშნულების ქალაქი.

შეგვატყობინეთ, თუ გჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება

ჩვენი თანამშრომლები კვალიფიცირებულნი  არიან დააკმაყოფილონ თქვენი განსაკუთრებული საჭიროებები. გთხოვთ, შეგვეხმიანეთ თქვენი მოგზაურობის ნებისმიერი ნაწილისთვის რაიმე განსაკუთრებული დახმარების გაწევის შემთხვევაში.

პირველი და ბიზნეს კლასის რეგისტრაცია

ყატარის ავიახაზების პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ექსკლუზიურ პრემიუმ ტერმინალში დოჰას საერთაშორისო აეროპორტში.